|
2017-05-04 19:29:11, 1910 ნახვა
პოლიტიკა
საკანონმდებლო წინადადების წარდგენის პროცედურები შესაძლოა შეიცვალოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, გიორგი კახიანმა და გურამ მაჭარაშვილმა, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი მოამზადეს. აღნიშნული პროექტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში წარდგენის პროცედურები იცვლება. რეგლამენტის პროექტით, ხდება დაკონკრეტება, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორისეული დასაბუთება განსახორციელებელი ცვლილების მიზეზს და არსს უნდა შეიცავდეს. ამასთან, საკანონმდებლო წინადადების წარდგენის წესი განისაზღვრება. კერძოდ, მისი წარდგენა პარლამენტის ბიუროს სახელზე მოხდება და ამასთან საკანონმდებლო წინადადების განხილვისა და განხილვის ვადის გაგრძელების საკითხები იცვლება. გარდა ამისა, ზუსტდება საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის ათვლის წესი. დგინდება პროცედურა იმ შემთხვევისათვის, როდესაც საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. როგორც რეგლამენტის პროექტშია აღნიშნული, საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას ცვლილების მიზეზისა და არსის მითითებით, ავტორის ხელმოწერას, მისამართს და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. პარლამენტის ბიურო საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან (საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, სხვა) კომიტეტს, რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს პარლამენტის ბიურომ არა უმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება გადაეცა სხვა კომიტეტს, იგი დასკვნას საკანონმდებლო წინადადების თაობაზე წამყვან კომიტეტს წარუდგენს გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 20 დღისა. პროექტში აღნიშნულია, რომ თუ საკანონმდებლო წინადადება ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, იგი 5 დღის ვადაში წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის) წერილით უბრუნდება საკანონმდებლო წინადადების ავტორს და ეძლევა მას ვადა, არაუმეტეს 10 დღისა, ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა საკანონმდებლო წინადადება მიიჩნევა უარყოფილად. ცნობისთვის, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)