|
2017-05-04 15:20:05, 2146 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის
„პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა. სტუდენტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს საქართველოს მთავრობაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გავლენის შესახებ. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, არ ისაუბრებს ისეთ თემებზე, რომელთა შესახებაც ადამიანებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ. "რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ მოვწყდე ჭორსა და პირად საუბრებს. ძირითადად პოლიტიკაში საუბარია ჭორზე ან მის შინაგან მდგომარეობაზე. პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის. სულ ვფიქრობ, საიდან იფიქრეს ან იციან ეს. ვცდილობ, ეს არ ვაკეთო. ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა დამთავრდა მაშინ, როდესაც დამთავრდა. არ ვსაუბრობ ისეთ თემებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ. ათასი ჭორი მსმენია, რომ ივანიშვილმა ვინმეზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ეს ხომ ჭორია. მე ხომ არ ვიცი, სიმართლეა თუ არა ბიძინას სავარაუდო გავლენა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)