|
2017-05-04 13:18:58, 1956 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნარმანია ხეების დაზიანებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ეს „გაკოტრებული პოლიტიკური ოპონენტების მიერ თითიდან გამოწოვილი“ ინფორმაციაა. „ეს არის აბსურდი და სიცრუე, ეს არის რამდენიმე წლის წინ ხანძრის შედეგად დაზიანებული ხეები, რომლის საკომპენსაციოდაც როგორც კომპანიის ასევე თბილისის მერიის მხრიდან არაერთი ხე დაირგო, მასობრივი გამწვანების ღონისძიებები ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება. ასე რომ, ეს არის გაკოტრებული ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ თითიდან გამოწოვილი ინფორმაცია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დაზიანება ხელოვნურად ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)