|
2017-05-04 13:09:13, 1974 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: აშშ-სთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი პრიორიტეტია
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, მათ შორის, არაა დანიშნული ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელი, თუმცა საქართველო ამ საკითხს დღის წესრიგში მაინც აყენებს. "ამერიკასთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერობების გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ორმხრივ დრის წესრიგში. კონკრეტულად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ეს ყოველთვის იდგა საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში. ვიცით, რომ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა ამ საკითხზე იყო ორიენტირებული რეგიონალურ პლატფორმებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე. შესაბამისად, იგი არ უჭერდა მხარს ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას. რაც შეეხება კონგრესის მხარდაჭერას ამ მიმართულებით, ის უმნიშვნელოვანესია. ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. არ არის დანიშნული ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელი და შესაბამისად, ველოდებით აშშ-ს ადმინისტრაციის ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებას, მაგრამ ამ საკითხს დღის წესრიგში მაინც ვაყენებთ",- აღნიშნა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)