|
2017-05-04 13:05:21, 2205 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შესაძლოა არაფორმალური არხებით განხორციელდეს, ბათილი და არალეგიტიმურია
"ნებისმიერი შეთანხმება, მემორანდუმი იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად არის ბათილი, თუ ის არ არის შესაბამისი ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, სოხუმმა იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან სამომავლო გეგმების შესახებ პროტოკოლს მოაწერა ხელი. მისი განმარტებით, ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობას ხელს შეუშლის. "იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს კომუნიკაცია. იტალიის ოფიციალური პოზიცია ჩვენთვის კარგად ცნობილია. შესაბამისად, ეს პოზიცია ურყევია. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შესაძლოა გარკვეული არაფორმალური არხებით განხორციელდეს, ბათილია და არალეგიტიმური. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვართ აქტიურ კონტაქტზე აქ, იტალიის საელჩოსთან და ასევე ჩვენი საელჩო იტალიაში. ვერც ერთი ნაბიჯი ვერ იქნება გადადგმული, რომელიც საქართველოსა იტალიის ურთიერთობებს ხელს შეუშლის",- განაცხადა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)