18:49 - 07 Jul, 2026
|
2017-05-04 12:36:51, 1954 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემს ოცნებაში სკოლის შესასვლელში ვაშლები უფასოა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სურვილია, სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ჯეჯელავას განმარტებით, მსგავსი პროექტი შვედეთში მოქმედებს. მინისტრის ეს ინიციატივა სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების აკრძალვასთანაა დაკავშირებული. ჯეჯელავას განცხადებით, ვაშლები უფასო იქნება: „შვედეთშია ასეთი პროექტი და სხვა ქვეყნებშიც. ჩემს კოლეგას ვესაუბრები ამ თემაზე და დიდი იმედი მაქვს, ეს ოცნება ჯერ ნაწილ სკოლებში გადაიქცევა რეალობად და შემდეგ საბოლოო ჯამში ყველა სკოლაში. ჩემს ოცნებაში ეს ვაშლები უფასოა. დათვლილი ხარჯები არ მოყოლია ოცნებას, თუმცა აუცილებლად დავთვლით, როცა განხორციელების ეტაპზე გადავალთ“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)