|
2017-05-03 20:40:31, 2093 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტზე მუშაობს
საქართველოს საგარეო უწყება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე მუშაობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. „ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე შეერთებულ შტატებში. კონკრეტულ თარიღებზე დღეს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვმუშაობთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში გაიმართოს. გვაქვს მიწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან. ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიუნხენში ვიზიტის დროს მიიწვია. ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ თარიღზე, რათა ეს შეხვედრა შედგეს და განხორციელდეს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მუშაობა მიმდინარეობს ყველა შესაძლო ფორმატზე და შეხვედრაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა შედგეს. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ გვაქვს უპრეცედენტო აქტიური თანამშრომლობა აშშ-სთან. თებერვლის შემდეგ ძალიან აქტიური იყო ჩვენი კომუნიკაცია. თებერვალში შედგა ჩემი შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან, მარტში შედგა შეხვედრა თავდაცვის მდივანთან. ახლა კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე“, - აღნიშნა ჯანელიძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)