|
2017-05-03 14:48:50, 2263 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: აუცილებელია დაკონკრეტდეს, რა ფორმით ჩაერთვება პრეზიდენტის ადმინისტრაცია საყოველთაო სახალხო განხილვაში
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მიესალმება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს, რა ფორმით ჩაერთვებიან ისინი ამ პროცესში. „პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ძალიან კარგია იმის აღიარება, რომ საყოველთაო სახალხო განხილვები ხალხთან კონტაქტის ერთადერთი ლეგიტიმური ფორმატია. თუმცა, აუცილებლად მიმაჩნია, დაკონკრეტდეს, რა ფორმით ჩაერთვებიან ისინი საყოველთაო სახალხო განხილვაში - პრეზიდენტი თავად ივლის საპარლამენტო უმრავლესობასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, თუ ამაში ჩაერთვებიან მისი წარმომადგენლები სხვა ფორმით. ანუ მან უნდა დააკონკრეტოს მონაწილეობის ფორმა და ამის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ მან ასეთი სურვილი გამოხატა“, -აღნიშნა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)