|
2017-05-03 13:48:33, 2118 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტი ისრაელში გამგზავრების მსურველებს მიმართავს
საკონსულოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ტაბატაძის განცხადებით, თუ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი 2-3%-მდე შემცირდება, ქართულ მხარეს ისრაელთან შრომითი მიგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი მიეცემა. როგორც ტაბატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 27 თებერვლიდან ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რის გამოც, საემიგრაციო პოლიტიკა შეიცვალა. მისივე თქმით, 17 აპრილიდან თავშესაფრის მიღების შესახებ განცხადებების განხილვა აღარ ხდება და საქართველოს მოქალაქეს ისრაელში ლეგალურად მუშაობის უფლება აღარ აქვს. „ამიტომ, თუ ისრაელში გამგზავრების მსურველის მიზნები უვიზო რეჟიმის პირობებს არ შეესაბამება, საქართველოს მოქალაქის დეპორტირება ხდება, რამაც ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი შეამცირა“, - განაცხადა ტაბატაძემ. საკონსულოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2016 წლის სტატისტიკის თანახმად, ისრაელის საზღვარი საქართველოს 18 437-მა მოქალაქემ გადაკვეთა, სამშობლოში 14 327 დაბრუნდა, ისრაელში შესვლაზე უარი 3 974 ადამიანს ეთქვა და ქვეყნიდან საქართველოს 304 მოქალაქის დეპორტირება მოხდა. დეპორტაციის მოტივად ისრაელის მხარე ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის მცდელობას ასახელებს. 2017 წლის სტატისტიკას საგარეო უწყება ისრაელიდან უახლოეს მომავალში ელოდება. საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ისრაელში მუშაობის მიზნით ფინანსები არ დახარჯონ და ცრუ მოლოდინები არ შეიქმნან, რადგან უვიზო რეჟიმი ისრაელთან, ევროკავშირის მსგავსად მუშაობის უფლებას არ ითვალისწინებს. ტაბატაძის თქმით, ამ წესების დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან თუ არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი შემცირდება, საქართველოს ისრაელთან შრომითი მიგრაციის საკითხზე მოლაპარაკებებს დაწყების საფუძველი მიეცემა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)