|
2017-05-03 13:41:09, 2371 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობაზე პარლამენტის შეთავაზებას ელოდება
პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობაზე პარლამენტის შეთავაზებას ელოდება. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ჩაერთო, თუმცა მისივე თქმით, საერთო სახალხო განხილვაში აქტიურად აპირებს ჩართვას . "ჩვენ ველოდებით პარლამენტისგან შემოთავაზებას, რა ტიპის იქნება ეს შემოთავაზება. საერთო სახალხო განხილვის პროცესი როგორ წარმოუდგენია პარლამენტს და რა შემადგენლობით წარმოუდგენია კომისიის მუშაობა. თუ როგორი იქნება სამუშაო წესი, ამას უკვე განსაზღვრას შემოთავაზებული ფორმატი. ამ შემთხვევაში პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორი იქნება საერთო სახალხო განხილვების კომისია, მუშაობის წესი და ამის შემდგომ იქნება ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე გაცხადებული“, - განაცხადა ჩიხრაძემ. ჩიხრაძის განმარტებით, პრეზიდენტი აწარმოებდა კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“, რომელიც საზოგადოების ინფორმირებულებას უწყობდა ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)