|
2017-05-03 12:33:09, 2347 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით 11 700-მა მოქალაქემ ისარგებლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებიტ, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით 11 700 მოქალაქემ ისარგებლა. მინისტრის ინფორმაციით, საზღვრიდან მხოლოდ 26 მოქალაქე მოაბრუნეს. როგორც ჯანელიძემ განმარტა, დაბრუნების ძირითადი მიზეზი, არასაკმარისი დოკუმენტაცია იყო. "ათეულობით ადამიანი მობრუნებული იქნა საზღვრიდან, იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ სრულყოფილი დოკუმენტაცია. მაგრამ ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციის პროცესით", - აღნიშნა ჯანელიძემ. მიხეილ ჯანელიძე უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა და მოქალაქეებს შენგენის ზონაში წესების დაცვით მოგზაურობა ურჩია. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან ამოქმედდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)