|
2017-05-02 16:31:01, 2209 ნახვა
სამართალი კომენტარი
გვენეტაძე დეპუტატებს: თუ საზოგადოების ნდობის დაბრუნებაში ხელს არ შეგვიწყობთ, დაზარალდება მთლიანად საზოგადოება
თუ საზოგადოების ნდობის დაბრუნებაში ხელს არ შეგვიწყობთ, დაზარალდება მთლიანად საზოგადოება, - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზად არის, ჩაერთოს ნებისმიერ დიალოგში, რომელიც ეთიკის მაღალი სტანდარტით წარიმართება. „ჩვენ არავითარ კრიტიკას არ გავურბივართ. ნებისმიერი ფორმის დიალოგი, რომელიც არის ეთიკის მაღალი სტანდარტით, ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგში ჩავერთოთ, დავიცვათ საკუთარი უფლებებიც და მართლმსაჯულების ინტერესი. ეს არ არის ჩემი ან ჩემი კოლეგების დაცვა, ეს არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაცვა, ეს არის სასამართლოს ავტორიტეტისა და პრესტიჟისთვის ზრუნვა, საზოგადოების ნდობის დაბრუნება და თუ ამაში თქვენ - საკანონმდებლო ორგანო, სახალხო დამცველი, ჩვეულებრივი მოქალაქეები, დაზარალდება მთლიანად საზოგადოება. ჩვენ ჩვენს დაზარალებაზე არ გვაქვს განსაკუთრებული ემოციური განცდები, ამიტომ ერთხელ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, ჩვენ ვართ ღია დიალოგის მომხრე, პრობლემებზე ღიად საუბარი აბსოლუტურად შესაძლებელია. სამართლებრივი მართლშეგნების დონის გაუმჯობესება მუდმივად საჭიროა ყველა საზოგადოებისთვის, ამიტომ ამ ფორმატში ჩვენ ვიქნებით აქტიურები“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)