18:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 14:17:13, 2027 ნახვა

სამართალი
თავდასხმა ტრანსგენდერ ქალებზე - დაკავებულია 4 ადამიანი

გვიან ღამით, წყნეთის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალების საცხოვრებელ სახლს უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს და კარის შემტვრევას ცდილობდნენ.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები დაახლოებით ხუთნი იყვნენ. ინციდენტის დროს ტრანსგენდერმა ქალებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და სამართალდამცველების 6 ეკიპაჟი ადგილზე იყო მობილიზებული.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას ნიშნავს, 4 ადამიანი დააკავა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. 

შემთხვევის ადგილზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც იყო მისული.

როგორც აპარატის წარმომადგენელმა გვანცა ჩხაიძემ "ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ომბუდსმენის აპარატში შეტყობინება ცხელი ხაზის მეშვეობით შევიდა.

"მოქალაქეებს შორის თავდაპირველად უთანხმოება იყო, შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფაში და მუქარაში გადაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით იყო გამოძახებული საპატრულო პოლიცია. ტრანსგენდერი ქალბატონები საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიციის მხრიდან იყო უმოქმედობა და არ ახორციელებდნენ შესაბამის ღონისძიებებს. ამ შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გავედით. ჩვენი მისვლის დროს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ადგილზე იყო მობილიზებული. შესაბამისი აღხსნაგანმარტებების საფუძველზე მოხდა იმ ადამიანის დაკავება, რომელზეც ტრანსგენდერები მიუთითებდნენ. ასევე დააკავეს ტრანსგენდერი ქალბატონი, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. კიდევ ერთი ტრანსგენდერი დააკავეს, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულია ასევე მეზობელიც, რომელიც ტრანსგენდერების თქმით, მათ შეურაცხყოფა მიაყენა. დაიწყო გამოძიება შესაძლო მუქარის ფაქტზე ტრანსგენდერების მიმართ. დღეს უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი, თუმცა შედეგები ჩემთვის უცნობია", - აცხადებს ომბუდსმენის წარმომადგენელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics