|
2017-05-02 13:59:53, 2151 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ვიზა მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესისა, რასაც საქართველოს ევროკავშირში წევრობა ჰქვია
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩ იონას პასლაუსკას შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს როგორც ინტეგრაციულ პროცესებში, ისე ეკონომიკურ, საინვესტიციო და უსაფრთხოების სფეროში. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრისგან საჩუქარიც მიიღო, რომელიც როგორც ამბობს შეეხება იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომ საქართველოს გაჩერება ევროკავშირში წევრობაა. „ლიტვა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი და პარტნიორია, პარტნიორობა არ შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ინტეგრაციულ პროცესებში მხარდაჭერას, ესაა მხარდაჭერა ჩვენი რეფორმირების, ჩვენი ქვეყნის წინსვლის, ეკონომიკურ, საინვესტიციო, უსაფრთხოების სფეროში. საჩუქარი მივიღე დეპარტამენტის დირექტორისგან, რომელიც შეეხება იმას, რომ ვიზის შემდგომ, ჩვენი, საქართველოს, გაჩერება ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობაა. ამას შევინახავ და დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას იმსახურებს საქართველო. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, სამუშაოებს, რომელსაც ძალიან ინტენსიურად ვუძღვებით. დარწმუნებული ვარ, ვიზა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი იმ პროცესისა, რასაც ევროკავშირში ჩვენი მომავალი სრულფასოვანი წევრობა ჰქვია“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)