|
2017-05-02 13:12:12, 2107 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, კომისიის ყველა წევრი დაეთანხმა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წევრი არ დაეთანხმა მოქმედი კონსტიტუციის დატოვებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით. მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუციის დატოვებას არავინ ემხრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. „ჩვენ წინ გველოდება სამუშაო პროცესი, როგორც საერთო სახალხო განხილვების ფორმით, ასევე საპარლამენტო მუშაობაში. როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სესიაზე სამი მოსმენით არის გასატანი ეს ცვლილებები და ამ პროცესში მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები აისახოს. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ საბოლოო პროდუქტი არ გვაქვს. საბოლოო პროდუქტი იქნება ის, რასაც სამი მოსმენით ეყრება კენჭი“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა. ვიცე-სპიკერმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც გააკეთა კომენტარი. როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, შემოთავაზებული ვერსია ამბობს, რომ ცვლილებები ამოქმედდეს 2018 წელს, ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი წესით ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები და ცვლილებები მხოლოს ამის შემდეგ შევა ძალაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)