|
2017-04-28 15:48:01, 2227 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბერძენიშვილი: მისასალმებელია, რომ უსუფაშვილი იქნება პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად რას აპირებს, ვერ გავიგე
„მე დღეს ვერ გავიგე რაზე იყო საუბარი, ჯერჯერობით შესაფასებელი არაფერია“,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ყოფილი თანაგუნდელის დავით უსუფაშვილის ინიციატივას, ახალი ცენტრისტული პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. ბერძენიშვილის თქმით, უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისასალმებელია. „უპირველეს ყოვლისა უნდა გითხრათ, რომ მე დღეს ვერ გავიგე რაზე იყო საუბარი. ითქვა, რომ არჩევნების შემდეგ იქმნება პოლიტიკური პარტია. არჩევნების შემდეგ, რომ შეიქმნება პოლიტიკური პარტია იმის მიხედვით ვინ იქნება, რა იქნება, რა მიმართულება ექნება, იმის შეფასება შეიძლება, მანამდე რა უნდა შევაფასოთ კარგად ვერ გავიგე. ჯერჯერობით შესაფასებელი არაფერი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ არის არის მცდელობა, დაბრუნდეს პოლიტიკაში. მისასალმებელია, რომ ბატონი უსუფაშვილი იქნება პოლიტიკაში, მაგრამ რა პარტიას ჰქმნის, ვისთან ერთად, ვინ არიან, რას აკეთებენ ჯერჯერობით უცნობია. ამიტომაც შესაფასებელია არაფერია“,-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, ახალი ცენტრისტული პარტია ახალი მიდგომებით შეიქმნას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)