|
2017-04-28 14:14:25, 2262 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე უსუფაშვილის პარტიაზე: რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი წინამორბედის მიერ ცენტრისტული პარტიის შექმნას გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითხვაზე- ცენტრისტული პარტია დავით უსუფაშვილის მონაწილეობით შეიძლება თუ არა ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე გახდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ამის მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ აქვს. „მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს, ვიცით, როგორი შედეგები ჰქონდა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას წინა საპარლამენტო არჩევნებში. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მექნებოდა“,-აღნიშნა კობახიძემ. თუმცა, კობახიძე ქვეყანაში ძლიერი პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას მიესალმება და დავით უსუფაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს: „ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ჩამოყალიბდეს ძლიერი პოლიტიკური პარტიები. საქართველოს დღეს არ აქვს პარტიული სისტემა როგორც ასეთი. დიდ პატივს ვცემ პირადად ჩემს წინამორბედს, ბატონ დავით უსუფაშვილს და პირადად მას შემიძლია წარმატება ვუსურვო და ძალიან კარგი იქნება, თუ საქართვლეოში ძლიერი პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდება. ეს მხოლოდ წაადგება საქართველოში ძლიერი პარტიული სისტემის განვითარებას, ანუ, იმის განვითარებას, რაც დღეს საქართველოში რეალურად არ არსებობს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს ახალი, ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)