|
2017-04-28 13:37:16, 684 ნახვა
სამხედრო
39-მა სამხედრო მოსამსახურემ სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 39 სამხედრო მოსამსახურემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის პროგრამა სერჟანტების ასეულისა და ბატალიონის შტაბის სერჟანტების დონეზე მომზადებას ითვალისწინებდა. მათივე ინფორმაციით, 20-კვირიანი სამეთაურო-საშტაბო კურსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში სერჟანტებმა თავდასხმითი და თავდაცვითი ოპერაციები, ტაქტიკის საფუძვლები, სამხედრო ისტორია, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურები შეისწავლეს. მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნაც გაიღრმავეს და ლიდერობის უნარ-ჩვევები განიმტკიცეს. კურსის მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა. სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა. სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სამხედრო განათლების სრულყოფას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში სერჟანტთა როლი განსაკუთრებით გამოყო და ისინი ჯარის ფუნდამენტად მოიხსენია. „ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სამხედრო განათლების სრულყოფაზე. გუშინ ოფიცერთა საწყისი მომზადების კურსებისთვის სტანდარტები მივიღეთ, სხვა ოფიცრებისათვის, მათ შორის, სერჟანტებისათვის ანალოგიური სტანდარტების შემუშავებას ვგეგმავთ. გვსურს, სისტემა ისე იყოს აწყობილი, რომ თითოეულ ოფიცერს საფეხურებრივი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს, რათა მაქსიმუმს მიაღწიოს. ამ მოტივაციასა და ინსტიტუციურ შესაძლებლობას ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სერჟანტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრი რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულია. მან ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე გაიხსენა, რომლის სახელსაც სერჟანტთა მომზადების ცენტრი ატარებს. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს. ცერემონიალის დასასრულს, კურსდამთავრებულები ცენტრის კაპელანმა მამა გიორგიმ დალოცა. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალზე შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მ/შ, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი რომან ქავთარაძე, ასევე სერჟანტთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ცნობისთვის, სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრი თავდაცვის უწყებაში არსებული საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი მთავარი სასწავლებელია. ცენტრს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე ურთიერთობა აქვს გერმანიის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლასთან და თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინსტრუქტორთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება. (NS)
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)