|
2017-05-08 14:14:20, 2334 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციური სერვისების ლაბორატორიამ რუსთავის მერიასთან ერთად მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის დიზაინზე მუშაობა დაიწყო
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწვევით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიამ, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიება ქალაქ რუსთავში დაგეგმილი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს და შიდა დიზაინის შექმნას ისახავდა მიზნად. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრების მშენებლობა ქალაქ რუსთავში მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში.“ სამუშაო შეხვედრა, სერვისლაბის თანამშრომლებმა, ე.წ. Design Thinking-ის მეთოდოლოგიით წარმართეს. სხვადასხვა საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინების მიზნით ღონისძიებაში მონაწილეები წარმოადგენდნენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფებს მათ შორის: ახალგაზრდები, კერძო სექტორის, მერიის, არასამთავრობო, ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები. ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა ის მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფებისთვის მუნიციპალური სერვისების კომფორტულად, ხარისხიანად და მომხმარებელზე ორიენტირებული სივრცის შესაქმნელად. ჩამოყალიბებული იდეების განხორციელებისთვის სამუშაო ჯგუფებში მუშაობდნენ საერთაშორისო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც შექმნეს სამომავლო სივრცის პროტოტიპები. აღსანიშნავია, რომ სსგს საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, მუშაობს როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე და მათ მომხმარებელზე ორიენტირებულობის უზრუნველყოფაზე. ქალაქ რუსთავთან თანამშრომლობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)