|
2017-04-27 17:09:04, 2317 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესასოციაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან
საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, შეხვედრაზე კონსტიტუციასთან და იმ კანონებთან დაკავშირებით ისაუბრებენ, რომელიც ბიზნესს აწუხებს. ჭირაქაძე ამბობს, რომ ასეთი კანონი ბევრია. "ძალიან ბევრი საკითხი იქნება, რომელზეც არ მინდა წინასწარ ვთქვა. მთავარი ჩვენი მიზანი არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან თანამშრომლობაზე შევთანხმდეთ, დავანახოთ, რომ ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის არის კანონი, რომელიც ეხება მიწის გასხვისების თემას. ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს აქ, რომ მიწასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ხელისუფლება. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მიწის გასხვისება შენარჩუნდეს უცხოელებთან დაკავშირებით. რაღაც რეგულაციები შეიძლება იყოს, მაგრამ რა რეგულაციები იქნება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ პოზიციები დავაფიქსიროთ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონსტიტუციაში არ ჩადონ ეს ფაქტი, რაც ძალიან სწორია“, - განაცხადა ჭირაქაძემ. სასტუმრო "ბილტმორში" მიმდინარე შეხვედრა ბიზნესასოციაციის მიერაა ორგანიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)