|
2017-04-26 14:04:27, 1986 ნახვა
სამართალი
26 მსჯავრდებულის საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელშეწყობით, მსჯავრდებულების ინდივიდუალურ საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ამ სტატუსით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა N5, N7, N8, N15, N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში 26 მსჯავრდებული დაარეგისტრირეს. გასულ წელს პირველ ეტაპზე კი, მიკრო ბიზნესის სტატუსით 40-მდე მსჯავრდებულის საქმიანობა დარეგისტრირდა. მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ხელნაკეთი ნივთები სპეციალური ონლაინმაღაზიის online.moc.gov.ge-ის მეშვეობით იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულთა ანგარიშზე ირიცხება. მიკრო ბიზნესის სტატუსი მათთვის დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს და საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ციბაძის განცხადებით, აღნიშნული უპრეცედენტო ინიციატივა ხელს უწყობს მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პეროდში ჰქონდეთ შემოსავალი და ასევე, გათავისუფლების შემდეგაც გამოიყენონ პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებული ცოდნა და განაგრძონ იგივე საქმიანობა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, 2016 წელს უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში პატიმრებს საშუალება მიეცათ ნივთები, რომელსაც ამზადებენ პენიტენციურ დაწესებულებებში ონლაინმაღაზიის, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდონ და მიიღონ გარკვეული შემოსავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ მსჯავრდებულების საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება. სამინისტრო მომავალშიც შეუწყობს ხელს თავის ბენეფიციარებს პატიმრობის პერიოდში ჰქონდეთ გარკვეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ციბაძემ. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მადინა მაყაშვილის თქმით, მიკრო ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით მსჯავრდებულები გათავისუფლების შემდეგაც ისარგებლებენ. „შემოსავლების სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების საქმიანობისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს. ეს სტატუსი მათ საშუალებას მისცემს არ გადაიხადონ გადასახადები იმ შემოსავალზე, რომელსაც მიიღებენ მათ მიერ ხელნაკეთი ნივთების ონლაინმაღაზიის საშუალებით რეალიზაციისას. ისინი გათავისუფლები იქნებიან სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგანაც“, - განაცხადა მადინა მაყაშვილმა. მსჯავრდებულთა განცხადებით, მსგავსი სახის ინიციატივები მათ მიერ დამზადებული ნივთების რეალიზაციას უწყობს ხელს, შეღავათების მინიჭება კი, მათთავის ძალიან მნიშვნელოვანია. მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში სამკაულებს, თექის ნაწარმს, ხის ნაკეთობებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ამზადებენ, ასევე, წერენ და ქარგავენ ხატებს. სწორედ მათ მიერ დამზადებული ნივთების რეალიზაციის მიზნით ფუნქციონირებს ონლაინმაღაზია online.moc.gov.ge. სასჯელაღსრულების სამინისტრო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ნოვაციურ პროექტებს მომავალშიც განახორციელებს.
(NS)
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)