|
2017-04-21 15:48:42, 2179 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მაღლაფერიძე: საინფორმაციო სამსახურში 20 თანამშრომელს მოემატა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორთის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში 20 თანამშრომელს მოემატა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება. როგორც ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაინერგება საპრემიო სისტემა. „რაც შეეხება ხელფასების მომატებას, ესეც ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. 20 ადამიანს მოემატა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება. დაინერგა პრემირების სისტემა, ძირითადად ეს იქნება გამოყენებული ნიუსრუმში. თუმცა, გარკვეული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პრემირების სისტემას აუცილებლად გამოვიყენებთ სხვადასხვა ბლოკებშიც, მათ შორის ტექნიკურ ბლოკში“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მაღლაფერიძის თქმით, ნიუსრუმის ნაწილია მაუწყებლის ონლაინ მედია, კონკრეტულად კი, ახალი ვებპლატფორმა, რომელიც ივნისში გააქტიურდება. „ბუნებრივია, ონლაინ მედიასაც სჭირდება თანამშრომლები. მიმდინარე წლის მაისისთვის დასრულდება ნიუსრუმის დაკომპლექტება. ვარჩევთ ადამიანებს, ამჟამად მიმდინარეობს გასაუბრება. თანამშრომლების შერჩევის ჩვენეული კრიტერიუმები არის უფრო მკაცრი, ვიდრე იქნებოდა რომელიმე საატესტაციო კომისიის“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)