14:35 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 12:59:07, 2215 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: დარწმუნებული ვარ, კომისია მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყანას სჭირდება

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეაფასა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კომისიამ შრომატევადი სამუშაო განახორციელა. იგი დარწმუნებულია, რომ მიიღებენ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

„ბოლო ინფორმაცია არ მაქვს კონკრეტული პარტიების, თუ პიროვნებების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, თუმცა გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ გარკვეული არასამთავრობოები და კონკრეტული პიროვნებები კომისიის დატოვებას გეგმავდნენ.  ეს იქნებოდა მათი მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯი, რომ ბოიკოტს უცხადებდნენ საკონსტიტუციო კომისიას. ცხადია, კომისიამ შრომატევადი სამუშაო განახორციელა. ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული ამ პროცესში. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, ვენეციის კომისია როდესაც დაიწყებს განხილვას, ალბათ, იქნება რეკომენდაციები მათი მხრიდან და შესაბამისად იქნება ყველაფერი გათვალისწინებული. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო კომისია მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც იქნება გასწორებული, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე აზრით, ლეგიტიმაციის მიმართულებით პრობლემა არ შეიქმნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics