|
2017-04-13 15:11:28, 2676 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრემიერი: ვგლოვობ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც ბატონი გივი ბერიკაშვილი დააკლდება
„ვგლოვობ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც ბატონი გივი ბერიკაშვილი დააკლდება“, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის პანაშვიდზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გივი ბერიკაშვილი ყველა ადამიანისთვის მაგალითის მიმცემი იყო. „ძალიან დასანანია, რომ ასეთი ადამიანები გვტოვებენ. ბატონი გივი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და ის იყო ჭეშმარიტად მაგალითის მიმცემი მოქალაქე ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ძალიან გული მტკივა, რომ ასე ადრე, ძალიან მოულოდნელად მოხდა მისი წასვლა ამ ქვეყნიდან, ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გვერდით იმიტომ რომ მთელი ცხოვრების ძალიან ბევრი სასიხარულო მომენტი სწორედ ამ ადამიანთან ასოცირდება“,-განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თითქმის დასრულდა. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს. გივი ბერიკაშვილს 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)