17:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 13:52:25, 2410 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციას სსიპ „აწარმოე საქართველო“ შეითავსებს

ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უქმდება და მისი ფუნქცია სსიპ „ აწარმოე საქართველოში“ გადავა, რომელსაც აქამდე მეწარმეობის განვითარების სააგენტო ერქვა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშია.  აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები მედიასთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა:

„იყო ორი სხვადასხვა სააგენტო, ახლა არის ერთი სააგენტო. ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საინვესტიციო სააგენტოს ფარგლებში მუშაობდა დაახლოებით 25 ადამიანი,  ახლა იმუშავებს 7 ადამიანი. ეს იქნება მარტივი პატარა დეპარტამენტი, ხოლო იქ იყო  დიდი სააგენტო თავისი ხელმძღვანელით, ინფრასტრუქტურით, ბუღალტერიით და ა.შ. ვფიქრობ, აშკარა ადმინისტრაციული ხარჯების ეფექტურად ხარჯვის მიმართულებით გადადგმული  სერიოზული ნაბიჯია.

ინვესტიციების მიმართულებით იქ იმუშავებს მაქსიმუმ 7 ადამიანი. როდესაც საინვესტიციო სააგენტოში ოფიციალური შტატი იყო 25-ზე მეტი. უკვე გათავისუფლდა დანარჩენი ადამიანი სამსახურიდან რეორგანიზაციის ფარგლებში“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე-უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საკმარისია თუ არა შვიდი ადამიანი, გახარიამ უპასუხა, რომ  ამ მიმართულებით მხოლოდ ხსენებული  7 ადამიანი არ იმუშავებს, არამედ იქნება ძალიან ეფექტური სისტემური მუშაობა:

„ეს არის სისტემური მუშაობა, იქნება დიდი სააგენტო, რომლის პრეზენტაციაც მოხდება. ამ სააგენტოში იქნება სხვადასხვა ფუნქციები“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics