|
2017-04-13 11:59:39, 2196 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანატოლი ბიბილოვი: ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაში შევა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეული დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ ოკუპირებული ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაში შევა "ასპროცენტიანია", - ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. "მოლოდინი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა არის 100-პროცენტიანი. 3 წელიწადში ჩვენ შეგვეძლება იმის თქმა, რომ გავიდა 100 წელი მას შემდეგ რაც ოსუ ხალხი განცალკევდა. აუცილებელია, რომ ის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც დღეს აქვს ადგილი აღმოიფხვრას. მიერთება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის რუსეთთან მიერთებას გულისხმობს და პარალელურად მოხდება სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებაც. ამ საკითხის განხილვა ჩემი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა", - აღნიშნა ბიბილოვმა. ცნობისთვის, დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. ბიბილოვის გარდა, კენჭს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იყრიდნენ. შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)