|
2017-04-10 14:11:25, 2367 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: ძირითადი პრინციპები, რომ კონსტიტუცია გასწორდეს და დალაგდეს, ჩამოყალიბებულია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებები პრინციპების დონეზე უკვე მომზადებული აქვს. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე მუშაობა რედაქციულად მიმდინარეობს, რათა ის საკითხები გასწორდეს, რომლებზეც პირველი-ორი ეტაპის განმავლობაში ჯგუფი მუშაობდა. „მუხლის კონსტრუქციაში გარკვეული ცვლილებები ახლაც შედის, თუმცა ის ძირითადი პრინციპები, რომ კონსტიტუცია გასწორდეს და დალაგდეს, ასევე უფლებრივი ნაწილი ერთად იყოს მოცემული, ჩამოყალიბულია. ანუ, ამ საკითხებთან დაკავშირებით იგრძნობა, რომ სამუშაო ჯგუფის უმრავლესობა პრინციპზე თანხმდება, თუმცა შესაძლებელია ცალკეული ნორმების შეცვლაც. ის განწყობა და ის პოზიცია არ არის, რომ ის, რაც ამ რედაქციის სახითაა შემოთავაზებული, არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარკვეული კორექტირება მოხდეს”, - აღნიშნა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)