|
2017-04-09 11:21:07, 2033 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 28 წლის წინ გულანთებული ადამიანების ოცნება ახდეს
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. „ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს დღე ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის და 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ მსხვერპლად მიიტანა ამ იდეისათვის ბრძოლაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი, ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)