|
2017-04-07 13:16:09, 2253 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნიკა მელია: პრეზიდენტის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე ყურადღების გამახვილება დამაკლდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, პრეზიდენტის ანგარიში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მეტ-ნაკლებად ასახავდა. თუმცა, მელიას შეფასებით, ძირითადი აქცენტები არაფორმალურ მმართველობაზე უნდა ყოფილიყო გამახვილებული, რაც პრეზიდენტს არ გაუკეთებია. „პრეზიდენტმა მეტ-ნაკლებად ისაუბრა იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. თუმცა, დამაკლდა მისი მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე ყურადღების გამახვილება. დღეს, ქვეყანაში სასამართლო სისტემას, ისევე როგორც სხვა ინსტიტუციებს, ივანიშვილი აკონტროლებს, მას აქვს მცდელობა მთელი მედია მოსპოს და პრეზიდენტს ამ თემებზე უნდა დაესვა აქცენტი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, საქართველოს საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე წარსდგა. ამჟამად პარლამენტში 2 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგადაც დებატების პროცესი დაიწყება, რომელშიც დეპუტატები და მთავრობის წევრები მიირებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცი-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ლტოლვილტა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)