|
2015-04-07 18:53:30, 525 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-აშშ ურთიერთობების ფართო სპექტრი, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ქმედებებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციას. თამარ ბერუჩაშვილმა და რიჩარდ ნორლანდმა ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში ვაშინგტონსა და თბილისში დაგეგმილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრების შესახებ. საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)