02:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 15:02:29, 2410 ნახვა

მსოფლიო
პეტერბურგში ტერორისტების სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში 6 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში არიან ეჭვმიტანილები, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული პირები წარმოშობით ცენტრალური აზიიდან არიან და ისინი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, კერძოდ კი "ჯებჰატ ან ნუსრასთვის" და "ისლამური სახელმწიფოსთვის" ადამიანების რეკრუტირებას ახორციელებდნენ. 

როგორც მედია წერს, ეჭვმიტანილების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. გამომძიებლების მიერ ამოღებულია ისლამური ექსტრემისტული ლიტერატურა, საგნები და დოკუმენტები, რომლებიც სამართალდამცავების თქმით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია.

ამასთან, გამოძიებას ამ ეტაპზე არ აქვს მტკიცებულება, რომ დაკავებულებს რაიმე კავშირი ჰქონდათ იმ პირთან,  რომელმაც 3 აპრილს პეტერბურგის მეტროს ვაგონი ააფეთქა. 

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პეტერბურგის მეტროსადგურ "Сенная" და "Технологический институт" შორის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, 51 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოგვიანებით მეტროსადგურ "Площадь Восстания" ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეტროს 63-ვე სადგური დაიხურა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მთელი ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics