|
2017-04-05 12:28:10, 2284 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: დღის განმავლობაში გაირკვევა, პრეზიდენტის მოხსენებას რომელი მინისტრები დაესწრებიან
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაირკვევა თუ რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინაროებს. "რამდენადაც ვიცი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი ესწრებიან პრეზიდენტის მოხსენებას. თუ კონკრეტულად რა შემადგენლობა იქნება, ვფიქრობ, რომ ეს დღის განმავლობაში დაზუსტდება", - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება დებატების ფორმატს, მინისტრის თქმით, პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს დებატები. "ვფიქრობ დებატები იქნება კონსტრუქციული, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული. საკითხების წინასწარ განსაზღვრა რთულია", - აღნიშნა სერგეენკო. შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს ქუთაისის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. სხდომა დებატების ფორმატში სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და რამდენიმე მინისტრი დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)