05:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 12:52:23, 727 ნახვა

საზოგადოება
ამალი-დევდორაკის ხეობაში არსებული სტიქიური მოვლენების საკითხზე კრიზისების მართვის საბჭოში იმსჯელეს

ამალი-დევდორაკის ხეობაში არსებული სტიქიური მოვლენების საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში იმსჯელეს.

შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, კრიზისების  მართვის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელი ნოდარ ნადირაშვილი,  შვეიცარიიდან მოწვეული  ექსპერტები და სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა,   უცხოელ ექსპერტებთან ერთად  სტიქიურ ზონაში არსებულ მდგომარეობასა და მის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

„შვეიცარიიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტები ამალი-დევდორაკის ხეობაში წინასწარი გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით მოამზადებენ დასკვნას, რის საფუძველზეც  შემუშავდება ტექნიკური დავალება.  რომლის შემდგომ  უკვე შესაძლებელი იქნება განისაზღვროს რა სახის მოწყობილობა არის შესაძლებელი დამონტაჟდეს წინასწარი შეტყობინებისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ, შვეიცარიელი ექსპერტები ყაბზეგში რამოდენიმე დღე ინყოფებოდნენ. მათ ადგილზე შეისწავლეს სტიქიური ზონა, ვერტმფრენით დაათვალიერეს მყინვარი დევდორაკი და ამალის ხეობა. სპეციალისტებმა  ადგილზე შეარჩიეს  ტერიტორიები , სადაც  განლაგდება ადრეული შეტყობინების სისტემისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics