14:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 12:41:04, 2484 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
მთავრობამ 12 მეწარმე სუბიექტს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მიანიჭა

საქართველოს მთავრობამ 12 მეწარმე სუბიექტს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მიანიჭა.

ისინი შეძლებენ, საქართველოს საგადასახდო კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო შეღავათებით საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში ისარგებლონ.  

აღნიშნული საწარმოები და ინდმეწარმეები ახორციელებენ შემდეგი სახის საქმიანობას: ლეიბების, საბნებისა და ბალიშების დამზადება; ღვინის წარმოება; პურისა და ცომეულის წარმოება; მებოცვრეობა; ხმელი ხილის დამზადება და სხვ. ამ ეტაპზე, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მინიჭებული აქვს 199 მეწარმე სუბიექტს.

„მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N633 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics