11:45 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 10:13:19, 2086 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: განხორციელებული რეისები ძალიან დიდი შვება იქნება თუშეთის მოსახლეობისთვის

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე თუშეთის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა, ოპერატიული მოქმედებისთვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს მადლობა გადაუხადა .

„თუშეთის მიმართულებით გუშინ პირველი რეისი  შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს.  წინა მთავრობის სხდომაზე მათ ვთხოვე, რომ კვირაში ერთი ასეთი რეისი დანიშნულიყო. თუშეთი, პრაქტიკულად, ექვსი თვით არის მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს და ყოველკვირეული რეისის დანიშვნა არის საშური საქმე. ეს ვერტმფრენი მოემსახურება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მესაზღვრეებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას. 17–მა ადამიანმა უკვე ისარგებლა ალვანიდან განხორციელებული პირველი რეისით, რაც მათთვის უდიდესი შვებაა“, - განაცხადა პრემიერმა.

საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, შსს-ს ვერტმფრენი თუშეთში, მაღალმთიან სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, იქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics