|
2017-03-30 15:55:00, 2003 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის შს მინისტრი რიჰარდს კოზლოვსკისი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის შს მინისტრი, რიჰარდს კოზლოვსკისი ეწვია. ლატვიელ კოლეგას საქართველოს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა ლატვიის შს მინისტრს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „სიმბოლურია, რომ თქვენი საქართველოში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის 28 მარტს, ამოქმედდა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი“, - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა. შეხვედრაზე მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტრანსნაციონალური დანაშაულისა და საერთო გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღეში საქართველოს შს სამინისტრო ხელს მოაწერს ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართლდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობას ახალ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადაიყვანს. მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებზეც ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყნის შს სამინისტროებს თავის კომპეტენციაში შემავალ თითქმის ყველა ძირითად სფეროში გაფორმებული აქვთ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება. საქართველო და ლატვია მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებშიც, კერძოდ, ლატვიელი ექსპერტი ქართველ კოლეგებს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დიდ დახმარებას უწევს. ლატვიის შს მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 28 მარტს გიორგი მღებრიშვილმა და რიჰარდს კოზლოვსკისმა ხელი მოაწერეს ოქმს სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მხარეებს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობასაც ითვალისწინებს. შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა ლატვიელ კოლეგას უწყებაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები. მხარეები საქართველოსა და ლატვიის შს სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
(NS)
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)