00:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 16:52:50, 2845 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი „ბრექსითზე“: ვერ ვიტყვი, რომ დღეს ბედნიერი ვარ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა სასიხარულო არ არის.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, ევროპელების უმეტეს ნაწილს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა სურდა.

"არც ლონდონში და არც ბრიუსელში, არ არსებობს საბაბი, რომ ეს დღე ბედნიერ დღედ ჩაითვალოს. ბოლოს და ბოლოს, ევროპელების დიდ ნაწილს, მათ შორის ბრიტანელების დიდ ნაწილსაც, სურდა, რომ ჩვენ ერთად დავრჩენილიყავით. რაც შემეხება მე, არ მოვიკატუნებ თავს, რომ დღეს ბედნიერი ვარ", - აღნიშნა დონალდ ტუსკმა. 

ცნობისთვის, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა ამოქმედდა. 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics