|
2017-03-29 12:10:17, 2029 ნახვა
კომენტარი
გიგაური: სამწუხაროა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ მოვიდა, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე ვსაუბრობთ
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ მოვიდა, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე ვსაუბრობთ“,-ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. მისივე თქმით, კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეული, თუმცა არავინ მოსულა. „მოვიწვიეთ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ისინი ამ შეხვედრას არ ესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტს ჰყავს სტუმარი. როგორც იცით, ლატვიის პრეზიდენტია ჩამოსული, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ მოვიდა, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე ვსაუბრობთ“,-განაცხადა გიგაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)