11:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 16:40:43, 2292 ნახვა

სამართალი
აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა

აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღმაშენებლის ხეივანზე, 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

 აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, კერძოდ ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მასვე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 15 მაისს 11:00 საათზე  გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics