|
2017-03-25 12:39:22, 2530 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი: ევროკავშირმა შესაძლოა არსებობა შეიწყვიტოს, რადგან მომავლის ახალი ხედვა არ გააჩნია
რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, ევროკავშირმა შესაძლოა არსებობა შეიწყვიტოს იმის გამო, რომ მომავლის ახალი ხედვა არ გააჩნია, რომელიც სოლიდარობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, - ამის შესახებ The Independent იუწყება. აღნიშნული განცხადება პაპმა რომში, ევროკავშირის სამიტზე გააკეთა, რომელიც დაფუძნების მე-60 წლისთავს ეძღვნება. როგორც ფრანცისკემ აღნიშნა, ეკონომიკური და მიგრაციული პრობლემები ევროკავშირში, ასევე პოპულიზმის ზრდა, გადაულახავი არ არის, თუმცა ისინი ფატალური აღმოჩნდება, თუკი ევროპა მათ არ უმკურნალებს. "როდესაც სხეული კარგავს მიმართულების გრძნობას და წინ ვეღარ იყურება, ის რეგრესს განიცდის და საბოლოო ჯამში, შეიძლება მოკვდეს", - თქვა პონტიფიკოსმა. პაპმა დასძინა, რომ 6 ქვეყანამ, რომელმაც 1957 წელს დააფუძნა ევროკავშირი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომავლის იმედის დემონსტრირება მოახდინა. "ევროპული სიცოცხლისუნარიანობის პირველი ელემენტი სოლიდარობა უნდა გახდეს", - განმარტა რომის პაპმა. ამასთან, პანტიფიკოსმა ტერორიზმსა და ლტოლვილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხებშ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და არ ჩაიკეტოს. ცნობისთვის, 25 მარტს, რომში საზეიმოდ აღინიშნება რომის ხელშეკრულების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე. დოკუმენტი, რომელსაც 1957 წელს ხელი გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა მოაწერეს, ევროპული ეკონომიკური კავშირის შექმნის საფუძველი გახდა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)