11:18 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 15:29:26, 2546 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აზიის დეპარტამენტის დირექტორი პასკალ პაკო ხელმძღვანელობდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში AFD-ს საქმიანობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

აღინიშნა, რომ საფრანგეთის საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოში სამომავლო საქმიანობის გააქტიურებას აპირებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან სამთავრობო სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებებზე.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო შედის „AFD ჯგუფში“, რომელიც ახორციელებს საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალურ მხარდაჭერას დაახლოებით 90 ქვეყანაში და გააჩნია დაახლოებით 70 ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისი და ბიურო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics