|
2017-03-17 17:14:06, 2062 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: არსებული რესურსით, საკონსტიტუციო სასამართლოს გაზრდილი მანდატის დაძლევა გაუჭირდება
"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატის გაფართოება საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსის ზრდას მოითხოვს. საუბარია იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატმა ასევე მოიცვას საერთო იურისდიქციის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება რიგ შემთხვევებში. "ახლა არსებული რესურსით მას გაუჭირდება ამ მანდატის დაძლევა, თუმცა არის მეორე საკითხი, რომელიც უკავშირდება იმას, თუ საიდან დაიწყება ათვლა.ამ ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ, მოხვდეს მასთან ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ იქნება მიღებული, თუ ამან დაფაროს წარსულში სასამართლოების მიერ განხილული საქმეებიც. საკმაოდ საინტერესო თემაა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეალურად ამან შეიძლება არსებულ სასამართლოს ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას და მისი პარალიზება გამოიწვიოს",-განაცხადა გიორგი ტუღუშმა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)