05:38 - 24 Jul, 2026
|
2017-03-17 12:14:59, 1750 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ხულორდავა: პოლიტიკური კურსის დეკლარირების კუთხით, ვფიქრობ არანაირ პრობლემა არ არსებობს
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას შეფასებით, არანაირი პრობლემა არ არსებობს იმაში, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ნატო-ში მისწრაფებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაჩნდეს. „ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი და პრიორიტეტები არის გაცხადებული. ეს პრიორიტეტები ურყევია წლების განმავლობაში. ახალმა პარლამენტმა დეკემბერში საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ რეზოლუცია მიიღო და ცხადად დააფიქსირა ის, თუ საით მივდივართ. ასე რომ ამ პოლიტიკური კურსის დაფიქსირებით, მისი დეკლარირების კუთხით, ჩემი აზრით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)