00:22 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 10:36:47, 2092 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ალიბეგაშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების ზარალს სახელმწიფო სრულად ვერ აანაზღაურებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებისთვის ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სახელმწიფო სრულად ვერ აანაზღაურებს.

როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, საქმე კერძო მესაკუთრესა და მოიჯარეებს შორის დავას ეხება, რა დროსაც მესაკუთრეს აქვს ვალდებულება, რომ ზარალი აანაზღაუროს. თუმცა მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ ზარალის ანაზღაურებაზე საუბარი, შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყოს. 

რაც ეხება ერთჯერად კომპენსაციებს, ალიბეგაშვილის ინფორმაციით, თანხის ზუსტი ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ხოლო კომპენსაციების გაცემა მას შემდეგ დაიწყება, რაც დაზარალებულების სრული სია მიეწოდებათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics