00:22 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 13:48:36, 2591 ნახვა

სამართალი კომენტარი
ომბუდსმენი: ზოგადად, დროის ასე მოკლე მონაკვეთში პოლიტიკურად აქტიური პირების დაკავება, საეჭვოა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ელისო კილაძისა და ხატია დეკანოიძის შვილების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

ნანუაშვილის თქმით, დროის მოკლე მონაკვეთში პოლიტიკურად აქტიური პირების დაკავება ეჭვებს აჩენს.

„ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული ქვეყანაში. ჩვენ არაერთი რეკომენდაცია გვქონდა. იმედი მაქვს, უახლოეს ხანებში ნარკოპოლიტიკა გადაიხედება და რესურსი მიმართული იქნება რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე და არა რეპრესიასა და დასჯაზე“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, კილაძის შვილისა და დეკანოიძის შვილის დაკავების საქმეებს სწავლობენ.

„დაწყებული გვაქვს შესწავლა. მოვინახულეთ ელისო კილაძის შვილი. გარკვეულ დარღვევებზე საუბრობს დაკავებული. დღეს გავუგზავნეთ სპეციალური წინადადება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების პროცესში პოლიციელბის მხრიდან არაეთიკური საქციელის გამო და ვითხოვთ მოკლე ვადებში დაიწყოს დისციპლინური საქმის წარმოება ამ საქმეზე კონკრეტული პოლიციელის მიმართ. ასევე სხეულზე დაზიანებებთან დაკავშირებით, უკვე მივმართეთ პროკურატურას, რომ შეისწავლოს ეს საკითხი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics