|
2017-03-14 15:01:32, 1647 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
სოზარ სუბარი: პოლიციის მუშაობის აბსოლუტურად დასავლური სტანდარტი გამოვლინდა
„პოლიციის მუშაობის აბსოლუტურად დასავლური სტანდარტი გამოვლინდა, რასაც აქამდე არ ვიყავით შეჩვეული და განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პირობებში“,-ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ბათუმში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. მინისტრმა მომხდარ ინცინდენტს ვანდალიზმი და კანონის სერიოზული დარღვევა უწოდა. „ბათუმში რაც მოხდა ამას ცალსახა შეფასება მიეცა, ეს იყო ვანდალიზმი, ეს იყო კანონის ძალიან სერიოზული დარღვევა და ძალადობა, საკუთრების განადგურება, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ა.შ. ამაზე მიმდინარეობა გამოძიება. გამოძება შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად. ერთი არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომელიც ჩადენილი იქნა კონკრეტული პირების მიერ და რომლებიც ადმინისტრაციულად აგებენ პასუხს, მაგრამ ამის პარალელურად მიმდინარეობს გამოძიებას, რომელიც დაადგენს ყველას, ვინც ჩაიდინა კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტები, კონკრეტული თავდასხმები, კონკრეტული ძალადობა, ვინც იყო ამის ორგანიზატორი, ყველა იქნება დასჯილი და ყველა შესაბამისად აგებს პასუხს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, იმიტომ რომ ერთია ადმინისტრაციული სასჯელები, რომლებიც შეიძება ძალიან ჩქარა დადგეს დღის წესრიგში. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთია, გამოვლინდა აბსოლუტურად დასავლური სტანდარტი პოლიციის მუშაობის, რასაც არ ვიყავით აქამდე შეჩვეული და არ ვიყავით განსაკუთრებით შეჩვეული წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც არამხოლოდ უსასტიკესი ძალადობა იყო მოქალაქეებზე, არამედ გავიხსენოთ 26 მაისის შემთხვევა, როდესაც ალყაში მოაქციეს მომიტინგეები და არ მისცეს გაქცევის საშუალება არცერთ ადამიანს, გააკეთეს ის რაც არ გაუკეთებია საბჭოთა კავშირსაც კი 9 აპრილს“,-განაცხადა სოზარ სუბარმა. ამასთან, სუბარმა „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ბრალდებებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, „როცა ლაპარაკი ბრალდებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, არცერთი ასეთი კონკრეტული ბრალდება არ ყოფილა. „როცა ლაპარაკია ბრალდებებზე ნაციონალური მოძრაობის მიმართ, არცერთი ასეთი კონკრეტული ბრალდება არ ყოფილა, თუ ვლაპარაკობთ ზოგად სურათზე შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომლებიც 2012 წლის არჩევნებზე პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ, არეულობისკენ. გვახსოვს სატელეფონო ჩანაწერები, გვახსოვს მისი საჯარო გამოსვლები. ეს ყველაფერი ხდება მათ ხელწერაში. კარგად გავიხსენოთ ვინ მონაწილობდნენ რომელი ლიდერები მონაწილეობდნენ, ვინ გეგმავდა და აწყობდა მხარდამჭერ აქციებს. ეს ყველაფერი საკმარისია პოლიტიკური სურათის შესაქმნელად“,-აღნიშნა სუბარმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)