20:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 13:37:34, 2253 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან „რუსთავი 2“-სთვის თანხის გამოყოფის ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ "რუსთავი 2"-სთვის პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხა გამოიყოს.

როგორც აბაშიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, თუ მედიის თავისუფლება ყველას ადარდებს, მაშინ მოქმედების დროა.

"რუსთავი 2"-ში 1000-მდე თანამშრომელია. რუსთავი 2"-ის  თანამშრომლებო, მოდით გავაკეთოთ ასეთი რაღაც, პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს თანხა, მოხდეს გამოსყიდვა "რუსთავი 2"-ის, შემდგომ მოიძებნოს სამართლებრივი ფორმა და მოხდეს "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებისთვის გადაცემა. ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა საინტერესო იდეაა. თუ ჩვენ რეალურად ვამბობთ, რომ მედიის თავისუფლება გვადარდებს, მაშინ ვიმოქმედოთ, ნუ ვლაპარაკობთ მხოლოდ. ნუ ვახდენთ საკითხის ქვედა დონეზე დაყვანას, პირიქით, ვცადოთ საკითხის აყვანა, ბოლომდე იქ, სადაც საქართველოს ეკადრება და საქართველოს ეკადრება ევროპული ოჯახის წევრობა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics