|
2015-04-02 16:01:12, 564 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის საბავშვო ბაღების 6 705 აღსაზრდელს სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდება
ბათუმის N7 საბავშვო ბაღში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ბაგრატ მანვლეიძემ სსიპ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მემორანდუმის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული სს „საზღვაოჰოსპიტალი“ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას განახორციელებს. ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის და ნევროლოგის კონსულტაციები. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში (მთელიწლისგანმავლობაში), განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრაფია და სხვა. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ასევე ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია, შეიქმნება მონაცემთა რეგისტრი (ელექტრონული ბაზა). ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია. ბათუმის თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას ბაღების გაერთიანების მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორაგნიზება გაუწიოს ბაღის აღსაზრდელთა მობილიზაციას. ქ. ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულია 6705 აღსაზრდელი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოს: –ბენეფიციართა სამედიცინო-პროფილაქტიკური სკრინინგის, სკრინინგის შემდგომი დამატებითი კონსულტაციების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების განხორციელება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პროგრამა ,,ავადობი საქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” 2015 წლის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)