|
2017-03-02 11:13:51, 1591 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაში მიიღებს მონაწილეობას
,,თავისუფალი დემოკრატები” სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პარტიის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი: „ჩვენ სიტყვის თავისუფლებას ვიცავთ ყოველთვის, იმის მიუხედავად, ხელისუფლებაში ვართ თუ ოპოზიციაში. სიტყვის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ და მისდამი კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებსა და ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ საქმიანობა. ამიტომ რუსთავი ორის ისეთი სახით შენარჩუნებას, რომელი სახითაც დღეს არსებობს, ჩვენ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ, როგორც საკვანძო მომენტს თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის ბრძოლის საქმეში. ,,თავისუფალი დემოკრატები“ ,,რუსთავი 2“ - ის დამოუკიდებლობის დასაცავად მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია სიტყვის თავისუფლება, პლურალისტული მედია და კრიტიკული აზრი. ჩვენ ერთად უნდა შევაკავოთ ძალაუფლების უზურპაციისკენ მიდრეკილი ხელისუფლება და მასზე დაქვემდებარებული, პოლიტიზებული სასამართლო. ჩვენ ერთად უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპები!“,-აღნიშნულია განცხადებაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)