|
2017-02-27 16:17:34, 2106 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
იტალიის ელჩი: უვიზო მიმოსვლა არის ჯილდო, რომელიც საქართველომ მძიმე შრომის შედეგად დაიმსახურა
საქართველოში იტალიის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა არის ჯილდო, რომელიც საქართველომ მძიმე შრომის შედეგად დაიმსახურა. როგორც იტალიის ელჩმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მისწრაფება ევროკავშირის გზაზე აშკარაა. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. "ეს შესანიშნავი, ისტორიული დღეა საქართველოსთვის და ჩვენ ამ დღეს გილოცავთ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აღიარებს, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. ეს ჯილდოა, რომელიც დაიმსახურეთ თქვენი მძიმე შრომის შედეგად და ეს ნაბიჯი უფრო მეტად დაგვაახლოვებს ერთმანეთთან. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ უვიზო მიმოსვლა შევა ძალაში სულ რამდენიმე დღეში. ეს არის რეაგირება და პასუხი თქვენს მცდელობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მხარეები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ თქვენს მისწრაფებას", - განაცხადა ენრიკო ბარტოლიმ. ელჩის განმარტებით, იტალია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. "კითხვა იყო დასმული - სად იმოგზაურებდით უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ, იტალია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პირველი დანიშნულების ადგილი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ იმოგზაურონ. ეს ჩემთვის არ არის უცნაური და გასაკვირი, რადგან ჩვენი კულტურები გავს ერთმანეთს ტრადიციებით, საკვებით და ა.შ. მოხარული ვარ, რომ ასეთი პასუხები მოვისმინე. წინა წელს 15 ათასი ტურისტი გვყავდა საქართველოდან. იტალია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, DCFTA-ის მიმართულებით. ჩვენ გავაძლიერებთ ერთობლივ კავშირებს. საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი", - აღნიშნა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ. ცნობისთვის, დღეს 27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეგახსენებთ,რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადაწყვეტილებასხელი 1 მარტს მოეწერება. 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)